Astro-1

  • Uploaded by: Zuri Mpower
  • 0
  • 0
  • January 2021
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View Astro-1 as PDF for free.

More details

  • Words: 1,408
  • Pages: 7
Loading documents preview...
CELESTIAL NAVIGATION

///Mpower

1 ქულიანები 1) რა ნაწილობად ჰყოფს სფეროს ციური ეკვატორი? ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად. 2) რომელია მეორე ეკვატორული სისტემის კოორდინატები? პირდაპირი აღვლენა (RA) და დახრილობა (DEC) 3) რა სახელწოდებისაა პირდაპირი აღვლენა? პირდაპირ აღვლენას არ გააჩნია სახელწოდება. 4) განედის რა ფარგლებშია მოქცეული დედამიწის ტროპიკული ზოლი? 23°27’ S-დან 23°27’ N-მდე. 5) რას შეადგენს მთვარის ერთი სრული ბრუნი დედამიწის გარშემო ვერძის წერტილთან მიმართებაში? 27 დღე-ღამე 07 საათი და 32 წუთი 6) რომელი დიდი ორი წრეწირის შორის იზომება მნათობის საათობრივი კუთხე? დამკვირვებლის მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის. 7) რა კუთხითაა დახრილი დედამიწის ორბიტა ეკვატორის სიბრტყის მიმართ? 66◦33’ 8) რა ნაწილებად ჰყოფს დამკვირვებლის მერიდიანი სფეროს? აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებად. 9) რომელი დიდი წრეწირის რკალით იზომება მნათობის აზიმუტი? ჭეშმარიტი ჰორიზონტის. 10) რა ნაწილებად ჰყოფს სფეროს ჭეშმარიტი ჰორიზონტი? ზედა (ხილულ) და ქვედა (უხილავ) ნახევარსფეროებად. 11)როგორია დღე-ღამის ხანგრძლივობა დამკვირვებლისთვის ეკვატორზე? (LAT=0°) დღე და ღამე ტოლია. 12) რა ჰქვია მთვარის ერთ სრულ ბრუნს დედამიწის გარშემო ვარსკვლავთან მიმართებაში? სიდერიული, ანუ ვარსკვლავთმიერი თვე. 13)რომელი ღერძის მართობულია ციური ეკვატორი? ციური ეკვატორი სამყაროს ღერძის მართობულია. 14)რომელი დიიდი წრეწირის პარალელურია მნათობის ალმუკანტარანტი? მნათობის ალმუკანტარანტი ჭეშმარიტი ჰორიზონტის (მნათობის ჰორიზონტის) პარალელურია. 15) როგორ გამოიყურება მთვარე პირველ ფაზაში? პირველ ფაზაში მთვარე მოჩანს, როგორც ამოზნექილი ნახევარდისკო, დამკვირვებლის მიმართ მარჯვნივ. 16) სად იცვლება ყველაზე ნელა მნათობის სიმაღლე? მნათობის სიმაღლე ყველაზე ნელა იცვლება კულმინაციის მომენტებთან. 17) რომელი დიდი წრეწირის რკალით იზომება მნათობის სიმაღლე? მნათობის ვერტიკალის რკალით.

18) რომელი წერტილიდან და სადამდე აითვლება მნათობის ზენიტური მანძილი? ზენიტური მანძილი აითვლება ზენიტიდან მნათობამდე. (0 ° -დან 90 °-მდე) Zx=90 °-H 19) რა ნაწილებად ჰყოფს სამყაროს ღერძი სფეროს? საშუადღისო და საშუაღამისო ნაწილებად. 20)რომელი დიდი წრეწირის რკალით იზომება მნათობის საათობრივი კუთხე? ციური ეკვატორის რკალით. 21) მნათობთა სიმაღლის განმარტება? მნათობის სიმაღლე არის კუთხე სფეროს ცენტრში, ჭეშმარიტი ჰორიზონტის სიბრტყესა და ცენტრიდან მნათობამდე მიმართულებას შორის. იზომება მნათობის ვერტიკალის რკალით, ჰორიზონტიდან მნათობამდე. 22) დამკვირვებელი რას ხედავს ახალი მთვარის დროს? ახალი მთვარის დროს, დამკვირვებელი დედამიწის ზედაპირიდან მთვარეს ვერ ხედავს, რადგან მზით განათებულია მისი უკანა მხარე. 23) რა კუთხითაა დახრილი დედამიწის ღერძი თავისი ორბიტის მიმართ? 66 °33’ კუთხით. 24) როგორ იცვლება აზიმუტი პირველ ვერტიკალთან? ყველაზე ნელა აზიმუტი პირველ ვერტიკალთან იცვლება. 25) რომელი დიდი წრეწირის რკალით იზომება მნათობის პირდაპირი აღვლენა? ციური ეკვატორის რკალით. 26) რომელი წერტილიდან და სადამდე აითვლება მნათობის პოლარული მანძილი? ამაღლებული პოლუსიდან მნათობის პარალელამდე. 27) რომელი დიდი წრეწირის რკალით იზომება მნათობის დახრილობა? მნათობის მერიდიანის რკალით. 28) როგორ იცვლება აზიმუტი კულმინაციის მომენტებში? აზიმუტი ყველაზე ჩქარა იცვლება კულმინაციის მომენტებში. 29)დამკვირვებლისთვის წელიწადში რამდენჯერ გაივლის მზე ეკვატორზე ზენიტში? წელიწადში 2-ჯერ. 30) როგორ მოჩანს მთვარე მეორე ფაზაში? მთვარე განათებულია ნახევრად. მარცხენა მხარე ბნელია, მარჯვენა კი ნათელი. 31) მნათობთა აზიმუტის განმარტება? აზიმუტი არის კუთხე ზენიტთან, დამკვირვებლის მერიდიანსა და მნათობის ვერტიკალს შორის,

რომელიც იზომება ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალით N წერტილიდან E-ის მიმათულებით მნათობის ვერტიკალამდე. 32 რა სახელწოდებისაა დახრილობა? დახრილობას აქვს სახელწოდება: N, ან S.

2-ქულიანები 1) მნათობთა მეორე ეკვატორული სისტემა, მისი კოორდინატები და მათი განმარტება? მნათობთა მეორე ეკვატორული სისტემის 2 მთავარი დიდი წრეა: ციური ეკვატორი და გაზაფხულის დღეღამტოლობის ვერძის წერტილის მერიდიანი. კოორდინატებია: პირდაპირი აღვლენა (RA) და დახრილობა (DEC). Dec- ეს არის კუთხე სფეროს ცენტრში ციური ეკვატორის სიბრტყესა და ცენტრიდან მნათობის მიმართულებას შორის. იზომება მნათობის მერიდიანის რკალით ეკვატორიდან მნათობის ცენტრამდე. პირდაპირი აღვლენა არის სფერული კუთხე ამაღლებულ პოლუსთან, რომელიც მდებარეობს ვერძის წერტილის მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის და იზომება ციური ეკვატორის რკალით ვერძის წერტილიდან მნათობის მერიდიანამდე, საათობრივი კუთხის საპირისპირო მიმართულებით.

2) როგორ გამოითვლება მთვარის ასაკი და მისი გამოსათვლელი ფორმულა? მთვარის ასაკის გამოსათვლელი ფორმულა შემდეგნაირია: მთვარის ასაკი=N დღე + N თვე + მთვარის რიცხვი. N დღე არის მოცემული რიცხვი. N თვე არის მოცემული თვე. მთვარის რიცხვის გამოსათვლელად: მთვარის რიცხვი მომდევნო წლისათვის გამოითვლება: ემატება 11 მიმდინარე წლის მთვარისეულ რიცხვს და თუ მიღებული რიცხვი აღემატება 30-ს, გამოვაკლებთ მას 30-ს და ის იქნება მთვარის ასაკი ამ წლისათვის.

3) გემზე დროის გაზომვის პრინციპები? გემის დრო - ჰქვია იმ სარტყლის დროს, რომლის მიხედვითაც ფაქტიურად გადაწეულია გემის საათის ისრები მოცემულ მომენტში. საზღვაო ქრონომეტრი: დროის მაღალი სიზუსტის განსაზღვრისთვის გემებზე გამოიყენება ქრონომეტრი. მისი მექანიზმი ისეა აწყობილი, რომ ამძრავი ზამბარის ენერგიის შემცირების მიუხედავად, უზრუნველყოფილია მბრუნავი მომენტის მუდმივობა. საათების, წუთებისა და წამების მაჩვენებლის გარდა, ქრონომეტრს გააჩნია ისარი, რომელიც აჩვენებს რა დროა გასული საათის მომართვიდან. ციფერბლატი დაყოფილია 12 ნაწილად და ამიტომ საათის ჩვენებას 2 მნიშვნელობა აქვს. მაგ: პირველი საათი და ცამეტი საათი და ა.შ. გემის საზღვაო საათი: განთავსებულია საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო ადგილებში. მისი მიხედვით ხდება გემზე სამსახურის ორგანიზება და ცხოვრება. მისი ციფერბლატი 12 ნაწილადაა დაყოფილი. იგი იმართება კვირაში ერთხელ. გემის დროის ჩვენებისთვის

აგრეთვე გამოიყენება ელექტრო საათებიც. წამმზომები: დროის მოკლე პერიოდის საჩვენებლად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის წამზომები.

4) რა შემთხვევაში ჩადის და ამოდის მნათობის? როდესაც DEC<90 °-LAT. 5) როგორ განსხვავდება დრო დამკვირვებლისთვის სხვადასხვა მერიდიანზე? სხვადასხვა მერიდიანებზე დრო განსხვავდება ერთმანეთისგან გრძედების სიდიდეების სხვაობით ამ მერიდიანებს შორის.

6) განმარტეთ იოჰან კეპლერის მესამე კანონი და დაწერეთ მისი ფორმულა? დროის პერიოდთა კვადრატები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც მანძილის კუბები. ფორმულა: T1 ²/T2 ²=R1 ³ /R2 ³.

7) მნათობთა პირველი ეკვატორული სისტემა, მისი კოორდინატები და მათი განმარტება? მნათობთა პირველი ეკვატორული სისტემის ორი მთავარი დიდი წრე: დამკვირვებლის მერიდიანი და ციური ეკვატორი. მისი კოორდინატები: LHA & DEC. LHA - არის კუთხე სამყაროს ამაღლებულ პოლუსთან, დამკვირვებლის მერიდიანის საშუადღისო ნაწილიდან W-ის მიმართულებით მნათობის მერიდიანამდე და იზომება ციური ეკვატორის რკალით საშუადღისო Q წერტილიდან W-ის მიმათულებით მნათობის მერიდიანამდე. Dec- ეს არის კუთხე სფეროს ცენტრში ციური ეკვატორის სიბრტყესა და ცენტრიდან მნათობის მიმართულებას შორის. იზომება მნათობის მერიდიანის რკალით ეკვატორიდან მნათობის ცენტრამდე.

8) მნათობთა პირდაპირი აღვლენის კუთხის განმარტება? პირდაპირი აღვლენა არის სფერული კუთხე ამაღლებულ პოლუსთან, რომელიც მდებარეობს ვერძის წერტილის მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის და იზომება ციური ეკვატორის რკალით ვერძის წერტილიდან მნათობის მერიდიანამდე, საათობრივი კუთხის საპირისპირო მიმართულებით.

9) დაწერეთ ფორმულა და ახსენით თანაფარდობა გრინვიჩის, ზოლურ და ადგილობრივ დროებს შორის?

10) რა არის მნათობის სიდერიული საათობრივი კუთხე და რომელ მხარეს იზომება? SHA- იგივე ვარსკვლავური დამატება არის კუთხე ვერძის წერტილის მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის. იზომება დასავლეთის მიმართულებით.

11) განმარტეთ რა არის საზაფხულო დრო? ზოგიერთი ქვეყანა ზაფხულობით , როგორც წესი 01 აპრილიდან 01 ოქტომბრამდე გადასწევს საათის ისრებს ერთი საათით წინ და ამას ზაფხულის დრო ერქვა. 2005 წლიდან საქართველო ზამთრის დროზე აღარ დაბრუნებულა და ადგილობრივი დროე ერთი საათით მეტია ზოლურ დროზე.

12) მზის წლიური ხილული მოძრაობა და მისგან გამოწვეული მოვლენები? მზეს ყოველდღიური მოძრაობის გარდა გააჩნია კიდევ საკუთარი მოძრაობა წლიური პერიოდით, რომელიც მოჩვენებითია, ისევე როგორც მისი დღეღამური მოძრაობა საკუთარი ღერძის გარშემო, და გამოწვეულია დედამიწის წლიური სრბოლით მზის გარშემო, ამ მოძრაობას მზის წლიური ხილული მოძრაობა ჰქვია.

13) მნათობთა ჰორიზონტური სისტემა, მისი კოორდინატები და განმარტება? ამ სისტემაში საწყის წრეწირებად მიღებულია ჭეშმარიტი ჰორიზონტი და დამკვირებლის მერედიანი, ხოლო სისტემაში კოორდინატებია მნათობის აზიმუტი “A”, სიმაღლე “H” და ზენიტური მანძილი ZD (zenit distance).

14) მნათობის დახრილობის განმარტება და რომელი დიდი წრეწირების რკალით იზომება? Dec- ეს არის კუთხე სფეროს ცენტრში ციური ეკვატორის სიბრტყესა და ცენტრიდან მნათობის მიმართულებას შორის. იზომება მნათობის მერიდიანის რკალით ეკვატორიდან მნათობის ცენტრამდე.

15) ეკლიპტიკა და ძირითადი წერტილები ეკლიპტიკაზე? ეკლიპტიკა არის დედამიწის ორბიტის გაგრძელება დამკვირვებლის მერიანამდე. არსებობს 4 ძირითადი წერტილი: გაზაფხულის ბუნიობა 21.03 (Dec=0, RA=0); ზაფხულის მზებუდობა 22.06, (Dec=23027 N, RA=90° ); შემოდგომის ბუნიობა 22.09, (Dec=0, RA=180°); ზამთრის მზებუდობა 22.12, (Dec=23 0 27 S, RA=270°);

16) განმარტეთ რა არის სიზიგია და როგორაა განლაგებული მზე, მთვარე და დედამიწა? ახალი და სავსე მთვარის ფაზები იწოდება სიზიგიებად. მთვარე, მზე და დედამიწა ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე არიან განლაგებული და გრავიტაციული ძალების ურთიერთქმედება პიკს აღწევს.

17) განმარტე მზისმიერი დღე-ღამე და მზისმიერი დრო? მზისმიერი დღე-ღამე ეწოდება დროის შუალედს რომელიც მზის ორი თანმიმდევრული კულმინაციებს შორისაა. იგი გრძელდება 4 წუთი. ხოლო მზისმიერი დროის აღრიცხვა იწყება შუაღამიდან ანუ მზის ქვედა კულმინაციის მომენტიდან.

18) განმარტეთ იოჰან კეპლერის პირველი კანონი?

ყველა პლანეტა, მათ შორის დედამიწაც მოძრაობენ თავიანთ ორბიტაზე მზის გარშემო, რომლებსაც სხვადასხვა ფორმის ელიფსის ფორმა აქვს. ყველაზე ახლო მანძილს მზესთან პერიჰელიუმი ეწოდება, ხოლო ყველაზე შორს აფელიუმი.

19) მნათობთა პირველი ეკვატორული სისტემა, მისი კოორდინატები და მათი განმარტება? პირველი ეკვატორიული სისტემის ძირითადი წრეწირებია ციური ეკვატორი და დამკვირებლის მერედიანი, ხოლო კოორდინატებია - მნათობის საათობრივი კუთხე (LHA), დახრილობა (Dec) და პოლარული მანძილი (PD- polar distance). LHA - არის კუთხე სამყაროს ამაღლებულ პოლუსთან, დამკვირვებლის მერიდიანის საშუადღისო ნაწილიდან W-ის მიმართულებით მნათობის მერიდიანამდე და იზომება ციური ეკვატორის რკალით საშუადღისო Q წერტილიდან W-ის მიმათულებით მნათობის მერიდიანამდე. Dec- ეს არის კუთხე სფეროს ცენტრში ციური ეკვატორის სიბრტყესა და ცენტრიდან მნათობის მიმართულებას შორის. იზომება მნათობის მერიდიანის რკალით ეკვატორიდან მნათობის ცენტრამდე. მნათობის პოლარული მანძილი - ეს არის კუთხე, სფეროს ცენტრში 90°-Dec.

20) რა შემთხვევაშია მნათობი უხილავი? მნათობები რომელთა Dec და LAT სხვადასხვა სახელწოდებისაა. DecN>90-LATS და DecS >LATN

21) როგორ მივიღებთ მთვარისეულ რიცხვს მომდევნო წლისათვის? ემატება 11 მიმდინარე წლის მთვარისეულ რიცხვს.

22) განმარტეთ რა არის კვადრატურა და როგორაა განლაგებული მზე, მთვარე და დედამიწა? მთვარის პირველ და ბოლო მეოთხედებს ეწოდება კვადრატურები. ასეთ დროს მზე დედამიწა და მთვარე 90 გრადუსში დგანან. დედამიწა კუთხეშია.

23) განმარტეთ და დაწერეთ დროის ძირითადი ფორმულა? ერთიდაიმავე მომენტში ვარსკვლავთმიერი დრო (S) ნებისმიერი მნათობის დასავლური საათობრივი კუთხის და მისი პირდაპირი აღვლენის ჯამის ტოლია, ამო გამოსახულებას დროის ძირითადი ფორმულა ეწოდება. S= Haw + RA

Haw = S – RA

24) განმარტეთ და დაწერეთ ფორმულა იოჰან კეპლერის მეორე კანონი? პლანეტები თავიანთი მოძრაობისას თავიანთ ორბიტაზე თანაბარ დროში თანაბარ ფართობებს შემოწერენ.

///Mpower

More Documents from "Zuri Mpower"

Astro-1
January 2021 2